Accessibility links

სააკაშვილი საქართველოდან საზღვარგარეთ აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა


საზღვარგარეთ საქართველოდან აკრედიტებულმა ელჩებმა თბილისში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან სამდღიანი შეხვედრა დაასრულეს. დიპლომატები დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. მისი და ელჩების დახურული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს გააცნო პრეზიდენტის პოზიცია იმის შესახებ, რომ ”არ გვაქვს უფლება, დავკმაყოფილდეთ მიღწეულით, რადგან უფრო მწვავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მნიშვნელოვანია საქართველოსათვის უსაფრთხოების და სტაბილურობის შექმნა". მინისტრის ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკის საკითხებს და კონკრეტული დავალებები მიეცათ ელჩებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში.

XS
SM
MD
LG