Accessibility links

logo-print

მძევლად აყვანილი ქართველი მეზღვაურების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია


სომალელი მეკობრეების მიერ ქართველი მეზღვაურების დატყვევების ფაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, თუმცა, მისთვის მძევლების კონკრეტული ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. საკონსულო დეპარტამენტის ცნობით, დეტალების დაზუსტებისა და მძევალთა გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ბრიუსელსა და ანკარაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ელის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისგანაც. მალტის დროშით მცურავი გემი, რომელიც ბერძნულ კომპანიას ეკუთვნის, სომალელმა მეკობრეებმა ადენის სრუტეში ოთხშაბათს დაატყვევეს. ეკიპაჟის 13 წევრი საქართველოს მოქალაქეა, 3 კი - თურქეთის.
XS
SM
MD
LG