Accessibility links

logo-print

ვლადიკავკაზში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად. ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის თეიმურაზ მამსუროვის განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ააფეთქა. რესპუბლიკის შსს-ს ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრე 10 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო. რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკოვის თქმით, სისხლის სამართლის საქმე ტერაქტისა და მკვლელობის მუხლებით აღიძრა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის გამო, პრეზიდენტმა მედვედევმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაშავებულთა დახმარება და გამოძიებისთვის აუცილებელი ზომების მიღება დაავალა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი ხლოპონინი მიავლინა.
XS
SM
MD
LG