Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყურანის დაწვის გეგმას მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერები გმობენ


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს მოუწოდა პატარა ამერიკულ ეკლესიას, უარი თქვას გეგმაზე 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის წლისთავზე ყურანის დაწვის შესახებ. აშშ-ის ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან საუბარში ობამამ გეგმას „დამანგრეველი“ და საშიში „ტრიუკი“ უწოდა. გეგმა დაგმო ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიკიმაც, რომელმაც თქვა, რომ ყურანის დაწვას „ექსტრემისტები ახალი მკვლელობების განხორციელების საბაბად გამოიყენებენ“. გეგმა გააკრიტიკა ვატიკანმაც. ასევე, სამი ყველაზე ხალხმრავალი მუსლიმური ქვეყნების, ინდონეზიის, პაკისტანის და ინდოეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ამ გეგმას შეუძლია რელიგიური კონფლიქტის გაღვივება და სთხოვეს ამერიკის ხელისუფლებას, აღკვეთოს ის. თვითონ ეკლესია აცხადებს, რომ ყურადღების მიქცევა სურს თავის შეხედულებაზე, რომ ისლამი „ბოროტი“ რელიგიაა.
XS
SM
MD
LG