Accessibility links

logo-print

„ბრიტიშ პეტროლიუმი“ ეკოკატასტროფაში საკუთარ თავს, მაგრამ სხვებსაც ადანაშაულებს


„ბრიტიშ პეტროლიუმმა“განაცხადა, რომ მას ნაწილობრივ ეკისრება პასუხისმგებლობა მექსიკის ყურეში ნავთობის დიდი რაოდენობით ჩაღვრის გამო, რასაც აშშ-ის ისტორიაში უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვა. „BP-ის“ თანახმად, ის აღიარებს თავის შეცდომებს, მაგრამ სხვა კომპანიებსაც სდებს ბრალს, სხვათა შორის „ტრანსოუშენს,“ რომელსაც ეკუთვნის აღჭურვილობა, რომელიც აფეთქდა და „ჰალიბარტონს,“ რომელიც ჭაბურღილს ცემენტით ამარაგებდა. ორივე ფირმამ უარყვეს „BP-ის“ ანგარიში. აშშ-ის სამთავრობო უწყებები განაგრძობენ გამოძიებას ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზების გარშემო.
XS
SM
MD
LG