Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პასტორი ჯოუნსი: ”ჯერ არ დავწვავ ყურანს”


ფლორიდის შტატის ქალაქ გეინსვილის პასტორი ტერი ჯოუნსი აცხადებს, რომ ყურანის დაწვის იდეაზე უარს არ ამბობს, თუმცა, მას ცოტა ხნით გადადებს. ორი დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების წლისთავზე ყურანი დაწვას აპირებდა. მისი გადაწყვეტილება სასტიკად დაგმეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერებმა და მათ შორის ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. როგორც ტერი ჯოუნსი აცხადებს, მან ყურანის დაწვა იმ მიზეზით გადადო, რომ პროექტის ავტორი, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მახლობლად, ნიუ იორკში ისლამური ცენტრის აგებას აპირებდა, თანახმაა ცენტრის მშენებლობა სხვა ადგილას გადაიტანოს. ყურანის დაწვა გამოიწვევს ანტიამერიკული ძალადობის ტალღას მთელ მსოფლიოში და შეასუსტებს ამერიკის პოზიციებს ავღანეთსა და სხვა მუსლიმურ ქვეყნებში, - ამბობენ მთელი მსოფლიოს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები.

XS
SM
MD
LG