Accessibility links

logo-print

გაერომ კოსოვოს შესახებ რეზოლუცია მიიღო


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კოსოვოსა და სერბიის ხელისუფლებებს ევროკავშირის შუამდგომლობით მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებს. რეზოლუციის პროექტი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და სერბიამ წარადგინა. რეზოლუციის ტექსტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. მასში არ არის მითითება თვითაღიარებული კოსოვოს დამოუკიდებლობის არაკანონიერების შესახებ. პირიქით, მხედველობაშია მიღებული ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კოსოვოს ხელისუფლებას დამოუკიდებლობის გამოცხადებით კანონი არ დაურღვევია. სერბია აცხადებს, რომ რეზოლუციის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ბელგრადი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს.

XS
SM
MD
LG