Accessibility links

logo-print

"სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფი დღეიდან რეგიონებში გადის


წარმომადგენლობითი სახალხო კრების" მხარდამჭერთა დარბაზის გაფართოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, "სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფი დღეიდან რეგიონებში გადის. საინიციატივო ჯგუფის წევრები – ირაკლი ბათიაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე და გოგი ქავთარაძე იმერეთს, გურიასა და აჭარას ესტუმრებიან. ხვალვე, ქუთაისში, სასტუმრო "იმერში" საინიციატივო ჯგუფის წევრები მათ გეგმებსა და ინიციატივებზე პრესკონფერენციას გამართავენ. 29 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" მხარდამჭერთა დარბაზის გაფართოებული შეხვედრა იგეგმება, სადაც მიიღება გადაწყვეტილება და გამოცხადდება სრულიად საქართველოს "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" მოწვევის თარიღი.

XS
SM
MD
LG