Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლადო ვარძელაშვილი: ”უნდა დასრულდეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები”


სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ტოკიოში, ირაკლი ცირეკიძესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე მკაცრ რეაგირებას გეგმავს. როგორც ლადო ვარძელაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, იგი ტოკიოში გაემგზავრება და ინციდენტის მიზეზებში ადგილზე გაერკვევა. ზოგადად მომხდარზე კი, ვარძელაშვილი მკაცრ რეაგირებას გეგმავს. "ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები", – განაცხადა ვარძელაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ძიუდოს ფედერაციას არასოდეს ჰქონია ისეთი დაფინანსება, როგორიც დღეს აქვს და მათ მეტი პასუხისმგებლობა მართებთ. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს შეხვედრაზე დაგვიანების გამო გამოეთიშა. ტურნირიდან გამოთიშვამდე ირაკლი ცირეკიძე წარმატებით ასპარეზობდა. მან პირველი ორი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

XS
SM
MD
LG