Accessibility links

logo-print

ქართველმა პატიმარმა სოხუმის საპყრობილე დატოვა


საინფრომაციო სააგენტოს ”აპსნიპრესი” ვებგვერდი. ფოტოზე ჩანს გათავისუფლებული მალხაზ კორძაია.

საინფრომაციო სააგენტოს ”აპსნიპრესი” ვებგვერდი. ფოტოზე ჩანს გათავისუფლებული მალხაზ კორძაია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 9 სექტემბერს ქართველი პატიმარი მალხაზ კორძაია გაათავისუფლა. აფხაზური სააგენტო აპსნიპრესის ცნობით, კორძაია ქართული ბატალიონის ”ბაგრატიონის” მეთაური იყო 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

მალხაზ კორძაია გასული წლის თებერვალში აფხაზური უშიშროების წარმომადგენლებმა დააკავეს აგუძერას საგუშაგოსთან. მოგვიანებით, მას იარაღის უკანონოდ შენახვისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მალხაზ კორძაიამ რადიო თავისუფლებას ზუგდიდში უამბო თავისი დაკავებისა და პატიმრობის ისტორია.

მალხაზ კორძაია 20 თვის განმავლობაში სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში ქართული მხარე შერეულ შეხვედრებზე მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა. 9 თებერვალს კი მალხაზ კორძაია სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების შუამდგომლობის შემდეგ გაათავისუფლეს.

პიტერ სემნებიმ რადიო თავისუფლებას სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ეს ფაქტი დადებითად იმოქმედებს საერთო ატმოსფეროზე, რომელიც თავისი არსით, შეიძლება ნდობის აშენების ინსტრუმენტად ჩაითვალოს.

რაც შეეხება მალხაზ კორძაიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის თავს მხნედ გრძნობს, და ბედნიერია იმით, რომ საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG