Accessibility links

logo-print

პოგოლოვი: ტერაქტში ე.წ. ინგუშური კვალის არსებობის ვერსიაზე საუბარი ნაადრევია


ვლადიკავკაზში მომხდარ ტერაქტში ე.წ. ინგუშური კვალის არსებობის ვერსიაზე საუბარი ნაადრევია - ამის შესახებ დღეს სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიქტორ პოგოლოვმა. რუსული პრესით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, ორგანიზებული იყოს ინგუშეთში მოქმედი დაჯგუფების ”ეკაჟევსკის ჯამაათის” მიერ. პოგოლოვის განცხადებით, მსგავსი ფორმირება ინგუშეთის ტერიტორიაზე არ არსებობს.
XS
SM
MD
LG