Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძის მთავრობის ყოფილი წევრი მოკლეს მოსკოვში


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ელგუჯა ჯინჭარაძის მკვლელობის გამო მოსკოვის მილიცია ორ ეჭვმიტანილს ეძებს. ელგუჯა ჯინჭარაძე, რომელმაც ასლან აბაშიძის მთავრობა ”ვარდების რევოლუციიდან” რამდენიმე თვეში დატოვა, გასულ ღამით მოკლეს. რუსული საინფორმაციო სააგენტოები მოსკოვის მილიციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური სამძებრო ოპერაცია. ამავე წყაროთა ცნობით, ელგუჯა ჯინჭარაძე საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ იძებნებოდა, თუმცა, თბილისში ეს ინფორმაცია, ოფიციალურად, ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია. ელგუჯა ჯინჭარაძე ბოლო წლებში მოსკოვის მახლობლად ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG