Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ათასობით ადამიანმა გამოთქვა პროტესტი აშშ-ში ყურანის დაწვის გეგმის გამო


ავღანეთში დემონსტრანტებმა ქვები ესროლეს ნატოს სამხედრო ბაზას შეერთებულ შტატებში დაფუძნებული მცირე ევანგელისტური ეკლესიის გეგმის გამო, 11 სექტემბერს დაწვას ყურანი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით. დემონსტრაცია ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბადახშანის პროვინციის დედაქალაქ ფაიზაბადში მოეწყო. ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის შეფასებით, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრაცია დაიწყო ლოცვის შემდეგ, რომლითაც რამადანის დასრულება აღინიშნა. შეერთებულ შტატებში დაფუძნებული მომცრო ევანგელისტური ეკლესიის გეგმას, ყურანი დაწვას 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, გადაჭრით გმობენ შეერთებულ შტატებსh და უცხოეთში. შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ყურანის დაწვა კიდევ უფრო გაზრდის საფრთხეებს ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ერაყსა და ავღანეთში.
XS
SM
MD
LG