Accessibility links

logo-print

ირანის განცხადებით, „მალე“ გაათავისუფლებენ დაპატიმრებულ ამერიკელ ტურისტ ქალს


ირანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, „მალე“ გაათავისუფლებენ სარა შოურდს - ერთ-ერთს სულ სამი ამერიკელი ტურისტიდან, რომლებიც წელიწადზე მეტი ხნის წინ დააკავეს ისლამურ რესპუბლიკაში. საგარეო უწყების პრეს-მდივნის განცხადებით, ჯერ არის მიღებული გადაწყვეტილება სარა შოურდის გათავისუფლების თარიღზე. სხვა ოფიციალური პირების მინიშნებით, პატიმარი ქალი შესაძლოა, შაბათს გამოუშვან. გავრცელებული ინფორმაციით, სარა შოურდს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ცნობებში არაფერია ნათქვამი ირანში დაკავებული კიდევ ორი ამერიკელი ტურისტის - ორი ახალგაზრდა კაცის - ბედზე. სამივე დააკავეს გასული წლის ივლისში მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, შემთხვევით გადავიდნენ ირანის ტერიტორიაზე, ერაყის მთებში მოგზაურობის დროს.
XS
SM
MD
LG