Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ და დიპლომატიურმა კორპუსმა საარჩევნო სისტემის დახვეწაზე ისაუბრეს


დღეს თბილისში, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საქართველოში საარჩევნო სისტემის დახვეწისა და საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები განიხილეს. შეხვედრაში, რომელიც გაეროს ოფისში ჩატარდა, ახალი მემარჯვენეების, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიების და ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები მონაწილეობდნენ. მათი შეფასებით, საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ცვლილებები საერთაშორისო მსჯელობის საგნად უნდა იქცეს. საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება დღეიდან თბილისსა და საქართველოს ქალაქებში განაახლა ეროვნულმა ფორუმმა.
XS
SM
MD
LG