Accessibility links

დღეს თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო დღეა


მსოფლიოში ყოველ წელს მილიონამდე თვითმკვლელობა ხდება, ყოველ 40 წამში კვდება ადამიანი საკუთარი ნებით. ეს მონაცემები გამოაქვეყნა გაეროს უწყებამ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ - თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. გაეროს ინფორმაციით, ბოლო 40-მდე წლის მანძილზე თვითმკვლელობების რიცხვი, დაახლოებით, 60 პროცენტით გაიზარდა. თვითმკვლელობების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩევა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, ისევე როგორც იაპონია და ჩინეთი.
XS
SM
MD
LG