Accessibility links

logo-print

ავღანეთში პროტესტს გამოთქვამენ აშშ-ში ყურანის დაწვის გეგმის გამო


ავღანეთში საპროტესტო აქციები გაიმართა შეერთებულ შტატებში დაფუძნებული მომცრო ევანგელისტური ეკლესიის გეგმის გამო, 11 სექტემბერს დაწვას ყურანი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიჭრა, როცა კერძო მცველებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რომლებიც ქვებს ესროდნენ ნატოს სამხედრო ბაზას ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბადახშანის პროვინციაში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი დემონსტრანტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გაიმართა ავღანეთის რამდენიმე სხვა პროვინციაშიც. შეერთებულ შტატებში დაფუძნებული მომცრო ევანგელისტური ეკლესიის გეგმას, ყურანი დაწვას 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, გადაჭრით გმობენ შეერთებულ შტატებსა და უცხოეთში. ეკლესიის პასტორის, ტერი ჯოუნსის განცხადებით, ყურანის დაწვის გეგმა შეჩერებულია, მაგრამ არ გაუქმებულა. პასტორის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, შაბათს გაიმართება თუ არა მისი შეხვედრა მუსულმან სასულიერო პირთან, რომელიც აქტიურად ემხრობა ახალი მეჩეთისა და ისლამური ცენტრის გახსნას ნიუ-იორკში.
XS
SM
MD
LG