Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის მოქმედი პრეზიდენტი რუსეთიდან ელჩის გაწვევას აპირებს


მოლდავეთის მოქმედ პრეზიდენტ მიხაი გიმპუს განცხადებით, ის მოითხოვს რუსეთიდან ელჩის, ანდრეი ნეგუტას გაწვევას იმის გამო, რომ ნეგუტამ მხარდაჭერა გამოუცხადა მოლდავეთის საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ რეფერენდუმის ბოიკოტს. ბოიკოტისაკენ მოწოდებით მოლდავეთის კომუნისტური პარტია გამოდიოდა. მიხაი გიმპუ, რომელიც მმართველი ოთხპარტიანი ალიანსის თავმჯდომარეა, 2009 წლის სექტემბრიდან ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. მისი განცხადებით, რუსეთში მოლდავეთის ელჩი რეფერენდუმის ბოიკოტისაკენ მხარდაჭერას გამოთქვამდა რუსეთის მედიასთან ინტერვიუებში. მოლდავეთში 5 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმი არშემდგარად გამოცხადდა კენჭისყრაში მეტისმეტად ცოტა ამომრჩევლის მონაწილეობის გამო. ეს შედეგი კი მარცხად ითვლება მმართველი კოალიციისათვის, რომელსაც რეფერენდუმში საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერისა და, შესაბამისად, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების იმედი ჰქონდა. მოლდავეთის ამჟამინდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს პარლამენტის წევრები ირჩევენ.
XS
SM
MD
LG