Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა 11 სექტემბრის ტერაქტების მე-9 წლისთავთან დაკავშირებით


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა 11 სექტემბრის ტერაქტების მე-9 წლისთავთან დაკავშირებით. ტრადიციულ ყოველკვირეულ გამოსვლაში მან თქვა: ახლა მძიმე დროა ჩვენი ქვეყნისთვის. და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, გამოჩნდება ხოლმე ის, ვინც ხალხის გრძნობებზე თამაშობს, ცდილობს დაგვანაწევროს და დაგვაბრმაოს იმით, რომ ცდილობს ხაზი გაუსვას განსხვავებებს და უგულებელყოს ის, რაც გვაერთიანებს. მაგრამ ჩვენ სწორედ ახლა უნდა გამოვავლინოთ ჩვენი საუკეთესო თვისებები. არ დავყვეთ მსგავს ხრიკებს. ერთად უნდა ვიყოთ. მხარიმხარ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენ გვმართავდეს შიში. მას ჩვენ შევცვლით იმედებითა და გეგმებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ოჯახებთან, ჩვენს ხალხებთან, ჩვენს უკეთეს მომავალთან,“ განაცხადა ბარაკ ობამამ.
XS
SM
MD
LG