Accessibility links

logo-print

აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტების მე-9 წლისთავს აღნიშნავენ


ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს 11 სექტემბრის ტერაქტების მე-9 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები. ნიუ იორკში, მანჰეტენში, ე.წ. „გრაუნდ ზეროსთან,“ სადაც დანგრეული ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი კოშკი იდგა, წუთიერი დუმილით აღნიშნეს ის დრო, როცა ტერორისტებმა პირველი გატაცებული ავიალაინერი შეაჯახეს ცენტრის ტყუპ კოშკებს. 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. ტერორისტებმა გატაცებული ოთხი თვითმფრინავიდან მესამე პენტაგონის შენობას შეაჯახეს, მეოთხე კი პენსილვანიის შტატში მინდორზე ჩამოვარდა.
XS
SM
MD
LG