Accessibility links

logo-print

ფინეთში ირანის ყოფილი კონსული ოპოზიციაში გადავიდა


ირანელმა დიპლომატმა ჰოსეინ ალიზადემ, რომელიც კონსულად მუშაობდა ფინეთში, გამოაცხადა, რომ ტოვებს დიპლომატიურ საქმიანობას და ხელისუფლების მიმართ ოპოზიციაში გადადის. ამის შესახებ თავად ალიზადემ შეატყობინა ჟურნალისტებს. ინფორმაცია დაადასტურა ირანულმა ემიგრანტულმა ორგანიზაცია „მწვანე ტალღამ“, რომელიც ამჟამინდელი რეჟიმის მოწინააღმდეგეებს აერთიანებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ ფინეთში ალიზადეს მუშაობის ვადა 20 აგვისტოს ამოიწურა, მაგრამ ის ცოტა ხნით გაუგრძელეს პირადი მიზეზებით. მიმდინარე წლის იანვარში ნორვეგიაში ირანის საელჩოს თანამშრომელმა ამ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.
XS
SM
MD
LG