Accessibility links

logo-print

ირანის ქალაქ მაშჰადის მახლობლად გაზსადენის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა


ირანის ქალაქ მაშჰადის მახლობლად გაზსადენის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. საავადმყოფოებში გარდაიცვალა რამდენიმე მუშა, რომლებმაც ძლიერი დამწვრობები და ტრავმები მიიღეს აფეთქების შედეგად. დაიჭრა 15-მდე ადამიანი. აფეთქება პარასკევს მოხდა, როგორ ჩანს, მას მერე, რაც გაზსადენს სამშენებლო სამუშაოებისას შემთხვევით წამოედო ექსკავატორი. ხანძარს სამი საათის განმავლობაში აქრობდნენ.
XS
SM
MD
LG