Accessibility links

logo-print

დაღესტანში მოკლეს ექსტრემიზმთან ბრძოლის რეგიონული სამმართველოს უფროსი


დაღესტანში მოკლეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული, ექტრემიზმთან ბრძოლის რეგიონული სამმართველოს უფროსი, გაპალა გაჯიევი. მილიციის ცნობით, გაჯიევი მახაჩყალაში მოკლეს მისსავე მანქანაში, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა. წინა ორი დღის მანძილზე, პარასკევსა და შაბათს ჩრდილოეთ კავკასიაში მოწყობილი რამდენიმე იერიშის შედეგად, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ორი მილიციელი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG