Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გამოთქვამს მზადყოფნას, თავდებით გაათავისუფლოს ამერიკელი ტურისტი ქალი


გავრცელებული ინოფრმაციით, ირანი მზად არის, თავდებით გაათავისუფლოს ამერიკელი ტურისტი ქალი, სარა შოურდი. თავდებით გამოსაშვებად განსაზღვრულ თანხად ნახევარი მილიონი დოლარი სახელდება. ირანის ოფიციალური მედია თეირანის პროკურორ აბას ჯაფარი დოლატაბადის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სარა შოურდის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მოსამართლის მიერ იქნა დადასტურებული პატიმრის ავადმყოფობის ამბავი. შოურდი და კიდევ ორი ამერიკელი, შეინ ბაუერი და ჯოშ ფატალი, 2008 წლის ივლისში დააკავეს ირანში, ერაყთან საზღვრის მახლობლად. ამერიკელების ახლობლები ირწმუნებიან, რომ სამი ახალგაზრდა ერაყის მთებში მოგზაურობდა. ირანი კი მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ჯაშუშობაში ადანაშაულებს. ვაშინგტონი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
XS
SM
MD
LG