Accessibility links

logo-print

სანქტ-პეტერბურგში გაიმართა საპროტესტო აქცია „რისხვის დღე“


სანქტ-პეტერბურგში 50-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ოპოზიციის საპროტესტო აქცია „რისხვის დღეში“. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, ორგანიზატორები გეგმავდნენ მიტინგის და მსვლელობის მოწყობას, მაგრამ მარტო მიტინგის გამართვა შეძლეს - და თან არა იქ, სადაც აპირებდნენ, არამედ სხვაგან, მოსკოვის რაიონში. ადგილზე ბევრი მილიციელი იყო განთავსებული, ისევე როგორც იმ რაიონში, რომელშიც თავდაპირველი გეგმით სურდათ მიტინგის გამართვა. აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა, არავინ დაუკავებიათ. მიტინგის მონაწილეები მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებენ და გუბერნატორების პირდაპირი არჩევნების აღდგენას მოითხოვენ. ოპოზიცია დღეს მოსკოვშიც მართავს აქცია „რისხვის დღეს“ - მოსოკოვის მერის, იური ლუჟკოვის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრაცია არ არის სანქცირებული.
XS
SM
MD
LG