Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში უპილოტო თვითმფრინავის იერიშისას ხუთი ექსტრემისტი დახოცეს


პაკისტანში, სავარაუდოდ, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული იერიშის შედეგად ხუთი ექსტრემისტი იქნა მოკლული. პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, იერიში დღეს დილას მოეწყო ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესი" პაკისტანელი ოფიციალური პირისაგან მიღებუოლ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა ორი რაკეტა ესროლა სახლს, რომელსაც ექსტრემისტები იყენებდნენ.
XS
SM
MD
LG