Accessibility links

რუსეთიდან გავრცელებული ცნობებით, დაღესტანში რვა ჩეჩენი მეამბოხე დახოცეს


რუსეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, რვა ჩეჩენი მეამბოხე დახოცეს დაღესტანში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ოპერაციაში უშიშროების სამსახურის აგენტები და მილიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფ „ომონის“ წევრები მონაწილეობდნენ. „ინტერფაქსი“ იუწყება, რომ მოკლულებს შორის ერთი ქალია. სააგენტოების ცნობით, დაღესტანში ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა უშიშროების ფედერალურ სამსახურს ისლამისტი მეამბოხეების შესახებ. დამოუკიდებელ წყაროებს არ ეძლევთა ამ ცნობების შემოწმების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG