Accessibility links

ირანში გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გაათავისუფლეს უფლებადამცველი ქალი


ირანელი უფლებადამცველი და ჟურნალისტი, რომელსაც ბრალი ედება ”ღვთის წინააღმდეგ ბრძოლაში”, 500 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შივა ნაზარ-აჰარის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური ვებ-გვერდი Kaleme.com ავრცელებს. 26 წლის ნაზარ-აჰარი პირველად 2009 წლის ივნისში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დააპატიმრეს და სამ თვეში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მეორედ ის გასული წლის დეკემბერში დააპატიმრეს, როცა დისიდენტი სასულიერო პირის დიდი აიათოლა ჰოსეინ ალი მონტაზერის დაკრძალვაზე მიდიოდა.
XS
SM
MD
LG