Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: უჩა ნანუაშვილი


უჩა ნანუაშვილი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორი

უჩა ნანუაშვილი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორი

”13 სექტემბერს არ იგეგმება საქმის განხილვა, აქ საუბარია კომპეტენციაზე, თუ რამდენად გადაწყვეტს ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლო, არის თუ არა დასაშვები რომ ეს საქმე განიხილოს. თუ იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, უკვე ამის შემდეგ მოხდება განხილვა, რომელიც შესაძლებელია რამდენსამე თვეს გაგრძელდეს”, - განაცხადა 13 სექტემბერს, რადიო თავისუფლების დილის ეთერში ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა. ქართულმა მხარემ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა და რუსეთის ფედერაციას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩადენილ ქართველების გენოციდში დასდო ბრალი. იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ უწყებამ ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოს ამ დანაშაულის ამსახველ ფაქტებსა და მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, იმის მტკიცებულებებიც მიაწოდა, თუ როგორ იდევნებოდნენ ეთნიკური ნიშნით ქართველები კონფლიქტურ რეგიონებში XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. როგორც ნანუაშვილი ამბობს, თუკი განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ დადგება, მაშინ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ფარატინა ფურცელი, ”რომლის არსებობაც, რა თქმა უნდა, კარგია, თუნდაც საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს რუსეთის რეალური სახე, თუმცა, სხვა არანაირი ეფექტური შედეგი, რეაგირება ამას ვერ მოჰყვება”, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
XS
SM
MD
LG