Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საქართველო-რუსეთის უთანხმოების განხილვა დაიწყო


მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაშია განთავსებული და სახელმწიფოებს შორის დავებს იხილავს, დღეს დაიწყო საქართველოს საჩივრის განხილვა, რომელიც ეხება რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში. საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს, ანუ აგვიტოს ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შეიტანა საჩივარი იმის მტკიცებით, რომ რუსეთმა დაარღვია გაეროს კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ამასთან, საქართველო აცხადებს, რომ საჩივარი არ უკავშირდება უშუალოდ შეიარაღებულ კონფლიქტს. თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენელმა კირილ გევორგიანმა დღეს სასამართლოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ საჩივარი მარტო ომს ეხება. რუსეთი ამავე დროს ირწმუნება, რომ ეს საქმე არ შედის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში. საქართველოს წარმომადგენლები ხვალ მიმართავენ სასამართლოს.
XS
SM
MD
LG