Accessibility links

ნატოს განცხადებით, ავღანეთში საჰაერო დარტყმების შედეგად 14 მეამბოხე დახოცეს


ნატოს განცხადებით, ავღანეთში საჰაერო დარტყმების შედეგად 14 მეამბოხე დახოცეს. ალიანსის დღევანდელი განცხადებით, საჰაერო ძალები გამოიყენეს მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა იერიში განახორციელეს ნატო-ავღანეთის ერთობლივ პატრულზე ურუზგანის პროვინციაში. ნატო იუწყება, რომ წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამოქალაქო პირები არ არიან.
XS
SM
MD
LG