Accessibility links

logo-print

გაეროს ატომური უწყება სინანულს გამოთქვამს მისი ექსპერტების შესახებ ირანის გადაწყვეტილების გამო


გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, იუკია ამანომ დღეს სინანული გამოთქვა ირანის გადაწყვეტილების გამო, თავის ტერიტორიაზე არ შეუშვას გაეროს ორი ექსპერტი. განმეორებითი უარი გაეროს ატომური უწყების თანამშრომლების ირანში შეშვებაზე, ამანოს თქმით, ხელს უშლის მათს მუშაობას. ამანომ ეს განცხადება გააკეთა ატომური ენერგიის სააგენტოს 35-წევრიანი საბჭოს შეხვედრის დაწყებასთან დაკავშირებით. ირანმა ივნისში თქვა უარი გაეროს ექსპერტების შეშვებაზე მას შემდეგ, რაც ისინი თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამანოს განცხადებით, ის სრულად ენდობა ექსპერტების „პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობას“. ექსპერტების გარშემო დავამ კიდევ უფრო გაამწვავა შეშფოთება ირანის ბირთვული პროგრამის გამო, რომელიც, როგორც დასავლეთში შიშობენ, ბირთვული იარაღის დამზადებას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG