Accessibility links

logo-print

იქმნება ქართულ-აზერბაიჯანულ-რუმინული ენერგო კონსორციუმი


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს საღამოს მიემგზავრება ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკულ სამიტში, რომელიც ხვალ გაიმართება. სამიტის წინ, დღეს ბაქოში შეიკრიბნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრები, რომლებმაც ერთობლივი ენერგეტიკული პროექტის რეალიზაციაზე იმსჯელეს. პროექტი საქართველოს ტერიტორიის გავლით, რუმინეთში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას და ამ მიზნით, ერთობლივი კონსორციუმის შექმნას ითვალისწინებს. შესაბამის დეკლარაციას პრეზიდენტები ალიევი, სააკაშვილი და ბასესკუ ხელს ხვალ მოაწერენ ბაქოში.
XS
SM
MD
LG