Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეიმურაზ ჯერაპოვის საქმის განხილვა გადაიდო


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უმაღლესმა სასამართლომ დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნის თეიმურაზ ჯერაპოვის საქმის განხილვა გადადო. დე ფაქტო ხელისუფლება ჯერაპოვს 2006 წელს, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ალტერნატიულ არჩევნებში მონაწილეობის გამო ადანაშაულებს. სააგენტო რესის ცნობით, დღევანდელი სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. თეიმურაზ ჯერაპოვი, რომელიც ქუთაისის მკვიდრია, აპრილში დააკავეს ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელ სინაგურთან. ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაცია თეიმურაზ ჯერაპოვს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG