Accessibility links

logo-print

ინდოეთის ქაშმირის რეგიონში 12 დემონსტრანტი დაიღუპა ჯარისკაცებთან შეტაკების შედეგად


ინდოეთში, სულ ცოტა, 12 დემონსტრანტი დაიღუპა ქაშმირში ჯარისკაცებთან შეტაკებების შედეგად. ეს ცნობა პოლიციის განცხადებაზე მითითებით ვრცელდება. ქაშმირის ინდურ ნაწილში ჩატარებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მიზეზი იყო ცნობა შეერთებულ შტატებში ყურანის დაწვის თაობაზე. ქაშმირში ინდოეთის მმართველობის მოწინააღმდეგე ათიათასობით დემონსტრანტმა დღეს კომენდანტის საათი უგულებელჰყო, ქუჩებში გავიდა და პოლიციის სადგურებს ქვების სროლა დაუწყო. იუწყებიან ასევე მთავრობის შენობებისთვის ცეცხლის წაკიდების შესახებ. დაღუპულების რიცხვი - 12 ადამიანი -ყველაზე მაღალია ქაშმირში ბოლო სამი თვის საპროტესტო აქციებისთვის. პროტესტი, როგორც ჩანს, გამოიწვია ირანის სახელმწიფო ტელეარხ Press TV-ის რეპორტაჟმა, რომ გასული კვირის მიწურულს შეერთებულ შტატებში ყურანი დაწვეს. მართალია, ფლორიდაში დაფუძნებული მომცრო ევანგელისტური ეკლესიის პასტორმა გააუქმა 11 სექტემბრისთვის მუსულმანების წმინდა წიგნის დაწვის გეგმა, მაგრამ ირანის ტელევიზიამ აჩვენა ჩანაწერი, როგორც ანადგურებს სხვა მამაკაცი წიგნს, რომელსაც რეპორტაჟში ყურანად მოიხსენიებენ.
XS
SM
MD
LG