Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს იწყებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი იწყებს ახლო აღმოსავლეთში ტურნეს შეერთებული შტატების ძალისხმევასთან დაკავშირებით, ხელი შეუწყოს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას. სამშაბათს კლინტონი ეგვიპტეში შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსა და პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს, რის შემდეგაც იერუსალიმს მიაშურებს, იქ ოთხშაბათს მოლაპარაკების გასაგრძელებლად. მომავალ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის პარალელურ შეხვედრაზე უნდა მოელაპარაკოს აბასსა და ნეტანიაჰუს. ობამა ნეტანიაჰუს მოუწოდებს, გააგრძელოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების მშენებლობაზე შემოღებული ნაწილობრივი მორატორიუმის მოქმედების ვადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი კვირას დაყაბულდა მშენებლობების შეზღუდვას, მაგრამ უარი თქვა მათ სრულ შეწყვეტაზე. აბასი და ნეტანიაჰუ 3 სექტემბერს ვაშინგტონში შეხვდნენ ერთმანეთს, რაც მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იყო ბოლო თითქმის ორი წლის მანძილზე.
XS
SM
MD
LG