Accessibility links

logo-print

ინდოეთში ჯარისკაცებთან შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა


ინდოეთში, ქაშმირში ჯარისკაცებთან შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია პოლიციის ერთი ოფიცერი. ქაშმირის ინდურ ნაწილში ჩატარებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მიზეზი იყო ცნობა შეერთებულ შტატებში ყურანის დაწვის თაობაზე. ქაშმირში ინდოეთის მმართველობის მოწინააღმდეგე ათიათასობით დემონსტრანტმა დღეს კომენდანტის საათი უგულებელჰყო, ქუჩებში გავიდა და პოლიციის სადგურებს ქვების სროლა დაუწყო. იუწყებიან ასევე მთავრობის შენობებისთვის ცეცხლის წაკიდების შესახებ. პროტესტი, როგორც ჩანს, გამოიწვია ირანის სახელმწიფო ტელეარხ Press TV-ის რეპორტაჟმა, რომ გასული კვირის მიწურულს შეერთებულ შტატებში ყურანი დაწვეს. მართალია, ფლორიდაში დაფუძნებული მომცრო ევანგელისტური ეკლესიის პასტორმა გააუქმა 11 სექტემბრისთვის მუსულმანების წმინდა წიგნის დაწვის გეგმა, მაგრამ ირანის ტელევიზიამ აჩვენა ჩანაწერი, როგორც ანადგურებს სხვა მამაკაცი წიგნს, რომელსაც რეპორტაჟში ყურანად მოიხსენიებენ.

XS
SM
MD
LG