Accessibility links

logo-print

საქართველოში ჩამოვა ჟენევის მოლაპარაკებათა ერთ-ერთი თანათავმჯდომარე


დღეს საქართველოს ეწვევა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, ჟენევის მოლაპარაკებათა ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ანტი ტურუნენი. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის სერგი კაპანაძის განცხადებით, ანტი ტურუნენი მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილ სხდომაში, რომელიც გალის რაიონში უნდა გაიმართოს. საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, გალში დაგეგმილ სხდომაზე ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება, რადგან ეს ჟენევის მოლაპარაკებათა თემაა.

XS
SM
MD
LG