Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 19 დეკემბერი განისაზღვრა


ბელორუსიაში 19 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პარლამენტში დღეს გამართულ კენჭისყრაში დეპუტატების უმრავლესობა მიემხრო ამ თარიღს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდან მართავს ბელორუსიას, კიდევ ერთხელ - მეოთხე ვადით წამოაყენებს თავის კანდიდატურას. მისი პრეზიდენტობის ამჟამინდელი ვადა 2011 წლის აპრილში ამოიწურება. წინა, 2006 წლის მარტის არჩევნებში ლუკაშენკოს ხმების 83 პროცენტი ერგო, თუმცა, არჩევნების უცხოელმა მეთვალყურეებმა კენჭისყრის შედეგები გააკრიტიკეს, როგორც, მათი შეფასებით, გაყალბებული. ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვთან ლუკაშენკას ურთიერთობის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა გაუარესებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მის ისევ დიდი უპირატესობით გამარჯვებას.
XS
SM
MD
LG