Accessibility links

logo-print

პაკისტანში ცხრა ექსტრემისტი დახოცეს, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, ცხრა ექსტრემისტი დახოცეს, სავარაუდოდ, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული იერიშის შედეგად. დაზვერვის უწყების ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, სამი რაკეტა ესროლეს ესქტრემისტების სამალავად მიჩნეულ ადგილს ჩრდილოეთ ვაზირისტანში მდებარე შავალში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად. ასევე პაკისტანში, გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ჟურნალისტი მოკლეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰანგუში.
XS
SM
MD
LG