Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობების თანახმად, თეირანის ციხიდან გამოუშვეს ამერიკელი ტურისტი ქალი, სარა შოურდი


ირანის ინგლისურენოვანი სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, გაათავისუფლეს ამერიკელი ტურისტი ქალი, სარა შოურდი, რომელმაც წელიწადზე მეტი ხანი დაჰყო ირანის ციხეში. შოურდის ადვოკატმა, მასუდ შაფიეიმ საინფორმაციო სააგენტო როიტერსს დაუდასტურა, რომ მისი კლიენტი ციხიდან გამოუშვეს. შოურდი, რომელიც 32 წლისაა, კიდევ ორ ამერიკელთან ერთად 2009 წლის ივლისში დააკავეს ირანში, ერაყის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. კვირას გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ მას გირაოთი გათავისუფლების შესაძლებლობა მისცა, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო. გირაოსთვის გათვალისწინებულ თანხად ნახევარი მილიონი დოლარი განისაზღვრა. ჯერ არ გავრცელებულა ცნობა, გადახდილია თუ არა ფული შოურდის გამოსაშვებად.
XS
SM
MD
LG