Accessibility links

logo-print

გალელ მოსწავლეებს ე.წ. საზღვარზე პრობლემები არ შეექმნებათ


აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი

აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი

თვენახევრიანი პაუზის შემდეგ დღეს კვლავ შეიკრიბნენ აგვისტომ ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანი ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირებაა. ხუთმხრივი შერეული შეხვედრის მონაწილე მხარეებმა - გაერომ, ევროკავშირმა, რუსეთმა, თბილისმა და სოხუმმა - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის გალის ოფისში რამდენიმე საკითხი განიხილეს. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის თქმით, ქართულმა დელეგაციამ შერეულ შეხვედრაზე სოხუმის წარმომადგენლებისგან მიიღო პირობა, რომ მოსწავლეები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობენ და განათლებას სამეგრელოს სკოლებში ღებულობენ, 15 სექტემბრიდან, ანუ ახალი სასწავლო წლიდან, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის პრობლემა არ შეექმნებათ.

შოთა უტიაშვილის განცხადებით, გალის ხუთმხრივ შერეულ შეხვედრას გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, ჟენევის მოლაპარაკებათა ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, ანტი ტურუნენიც დაესწრო. იგი დღეს სოხუმის დე ფაქტო მთავრობას ეწვევა. რაც შეეხება მორიგ ხუთმხრივ შერეულ შეხვედრას, ის ოკუპირებულ გალში ორ კვირაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG