Accessibility links

კოკოითი: პასპორტის მიღების მსურველები საგანგებო შემოწმებას გაივლიან


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებით, რომელსაც ამ რეგიონის საინფორმაციო საშუალება „რეს“-ი ავრცელებს, მომავალი წლის ივნისისთვის დასრულდება „პასპორტების“ გამოცვლის პროცესი. "რეს"-ის ინფორმაციით, კოკოითიმ შესაბამის სტრუქტურებს დაავალა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა და, იმავდროულად, მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო პირობების გადასინჯვა. კოკოითის თქმით, „ყველა მოქალაქემ, ვინც ახალ პასპორტს აიღებს, უნდა გაიაროს საგანგებო შემოწმება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობის საკითხზე“. ეს, კოკოითის განმარტებით, აუცილებელია იმისათვის, რომ „საეჭვო პიროვნებებმა“ ვერ მოიპოვონ ცხინვალის რეგიონის მოქალაქეობა. პასპორტების გამოცლის პროცესის დასრულების შემდეგ, დასძინა ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ლიდერმა, ძველი პასპორტები ძალადაკარგულად ჩაითვლება.
XS
SM
MD
LG