Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის გაზი საქართველოში გათხევადდება და გაიგზავნება რუმინეთში


საქართველო, აზერბაიჯანი და რუმინეთი ენერგეტიკული პროექტის რეალიზაციისთვის ერთობლივ საწარმოს შექმნიან. შესაბამის შეთანხმებას ხელი დღეს ბაქოში მოაწერეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და რუმინეთის კომპანია ”რომგაზის” ხელმძღვანელებმა. პროექტის თანახმად, აზერბაიჯანის გაზი საქართველოში გათხევადდება და სპეციალური გემებით გაიგზავნება რუმინეთის პორტ კონსტანცაში, სადაც ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება და რუმინეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მომხმარებლებს მიეწოდება. ერთობლივი პროექტის რეალიზაციისთვის შექმნილ კომპანიას დაევალა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ინვესტორთა მოზიდვა და ტექნოლოგიური და კომერციული საკითხების მოგვარება. შეთანხმების ხელმოწერამდე, ბაქოშივე, პროექტის რეალიზაციაზე იმსჯელეს აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა, მიხეილ სააკაშვილმა და ტრაიან ბასესკუმ, აგრეთვე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
XS
SM
MD
LG