Accessibility links

logo-print

დეპუტატები ითხოვენ ინფორმაციას ქართველი ოფიცრის დაღუპვის გარემოებებზე


დღეს საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული ოფიცრის მუხრან შუკვანის ხსოვნას. წუთიერი დუმილის ინიციატორმა ქრისტიან-დემოკრატებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში მყოფი საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდლობისგან გამოითხოვოს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გარემოებაში დაიღუპა ქართველი ოფიცერი. დეპუტატ ნიკა ლალიაშვილის შეფასებით, დაზუსტებული ცნობები აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებისთვის და იმის აღსაკვეთად, რომ ზოგიერთმა ძალამ ეს თემა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის არ გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG