Accessibility links

logo-print

ამერიკელი ტურისტი ქალი თავდებით გაათავისუფლეს 500 ათასი დოლარის სანაცვლოდ


ირანის მედია იუწყება, რომ ამერიკელი ტურისტი ქალი, სარა შორდი თავდებით გაათავისუფლეს 500 ათასი დოლარის სანაცვლოდ მას შემდეგ, რაც მან წელიწადზე მეტი ხანი დაჰყო თეირანის ციხეში. შორდის ადვოკატმა, მასუდ შაფიეიმ დაადასტურა ცნობა მისი კლიენტის გათავისუფლების შესახებ. შორდი, რომელიც 32 წლისაა, კიდევ ორ ამერიკელთან ერთად 2009 წლის ივლისში დააკავეს ირანში, ერაყის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. კვირას გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ მას თავდებით გათავისუფლების შესაძლებლობა მისცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. თავდებით გამოსაშვებად გათვალისწინებულ თანხად ნახევარი მილიონი დოლარი განისაზღვრა. თეირანის მთავარ პროკურორ აბას ჯაფარი დოვლატაბადის დღევანდელი განცხადებით, ფული გადარიცხულ იქნა ირანულ ბანკში ომანის ქალაქ მუსკატში. როგორც დოვლატაბადმა განუცხადა ირანის ინგლისურენოვან ტელევიზია Press TV-ს, შორდს ირანიდან გამგზავრება შეძლია, თუ ამის სურვილი აქვს.
XS
SM
MD
LG