Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა მიესალმა ამერიკელი ტურისტის გათავისუფლებას


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს მიესალმა ირანის მიერ სარა შოუდრის, ამერიკის მოქალაქის განთავისუფლებას. სარა შოუდრი, რომელმაც წელიწადზე მეტი ხანი დაჰყო ირანის ციხეში, 2009 წლის ივლისში ირანში, ერაყის მოსაზღვრე ტერიტორიაზე დააკავეს. ბარაკ ობამამ ასევე მოუწოდა ირანს, გაათავისუფლოს შოუდრისთან ერთად დაპატიმრებული კიდევ ორი ამერიკელი მოქალაქე და, ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგული თუ დაპატიმრებული სხვა ამერიკელები. სარა შოუდრიმ, რომელსაც სასამართლომ მას გირაოთი გათავისუფლების შესაძლებლობა მისცა, ირანის ტერიტორია უკვე დატოვა. გირაოსთვის გათვალისწინებულ თანხად ნახევარი მილიონი დოლარი განისაზღვრა.
XS
SM
MD
LG