Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთსა და პაკისტანში ათობით მეამბოხე გაანადგურეს


ნატოსა და ავღანეთის არმიის სარდლობის ინფორმაციით 30-მდე მეამბოხე გაანადგურეს ავღანეთში, სადაც კვირის ბოლოს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. სამხედრო კოალიცია იტყობინება, რომ 23 მეამბოხე ორშაბათს ჰელმადის პროვინციის სამხრეთში, ხოლო კიდევ სამი - ვარდაკის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციებისას მოკლეს. თალიბანის კიდევ 4 მებრძოლი კი დღეს ზაბულის პროვინციაში დაიღუპა. კოალიციური ჯარებიდან მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია არ არსებობს. ამასთან, ავღანეთის მოსაზღვრე პაკისტანის თემურ რეგიონში შეერთებული შტატების ორი უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად 13 ექსტრემისტია განადგურებული.
XS
SM
MD
LG