Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შესვლა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება


საქართველოში მსჯელობას იწყენებ საავტორო უფლებების დაცვაზე, რაზეც წლების განმავლობაში არავინ საუბრობდა, მით უმეტეს, ელექტრონულ სივრცეში, სადაც ფილმები თუ მუსიკა ულიცენზიოდ და უნებართვოდ ვრცელდებოდა. თუმცა, ჯერჯერობით საუბარი, როგორც ჩანს, დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების გზით რეპროდუქციაზე და მოხმარებაზეა, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის. ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში შედის. მეორე ცვლილება, რომელიც ასევე ციფრულ კომუნიკაციას ეხება, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებით გაიწერება. და ეს ცვლილება ასე ჟღერს - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შესვლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ციტატა ინტერპრესნიუსისგან - ”იკრძალება კერძო საუბრის გარკვევის მიზნით კომპიუტერული პროგრამის, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება”.
XS
SM
MD
LG