Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი გაეროში გლობალური განიარაღების მსოფლიო პოლიტიკაზე საუბარს არ დაესწრება


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გაეროს იმ შეხვედრას არ დაესწრება, სადაც გლობალური განიარაღების მსოფლიო პოლიტიკაზე უნდა ისაუბრონ. როიტერი ავრცელებს ბან კი მუნის კომენტარს, სადაც გაეროს გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ მაჰმუდ აჰმადინეჟადი არ დაესწრება შეხვედრას 24 სექტემბერს. საუბარია შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებს შორის ნიუ-იორკში. თუმცა, აჰმადინეჟადი ნიუ-იორკში ვიზიტს მაინც გეგმავს, სადაც ის არა მსოფლიო ლიდერებს, არამედ გაეროს კომიტეტის წინაშე მიმართვით წარსდგება. ბან კი მუნი მასთან შეხვედრას არ გამორიცხავს. შეხვედრის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამაა.
XS
SM
MD
LG